Sunday, May 29, 2016

მეხუთე დღე

ვიმუშავეთ წყვილებში,გავეცანით ერთმანეთის პროექტებს,შევიტანეთ შესწორებები.ბლოგზე ვისწავლეთ: დიზაინის შექმნა,პრეზენტაციის ატვირთვა ჯერ დრაივზე,შემდეგ ბლოგზე,სხვადასხვა საქაღალდის შექმნა,ინფორმაციის დამატება/ წაშლა,სიტყვების დალინკვა.ტრენინგი იყო შრომატევადი,თუმცა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.

Saturday, May 28, 2016

მეოთხე დღე

ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.მოსწავლეების წინარე ცოდნის შემოწმება მოვახდინეთ ,,ვიცი,მინდა ვიცოდეს" კატეგორიიდან,გავეცანით ,,ლობიოს დიდი რბოლის მაგალითს.ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონ I-ში.გეგმის შაბლონში შევიტანეთ რედაქტირებები.გავიხსენეთ რომელი მოდულის ფარგლებში რა გვქონდა გაკეთებული. ტრენინგი შედეგიანი და მრავლისმომცველი იყო.

მესამე დღე

მესამე დღე ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონში, შევადგინეთ პროექტის მოკლე სცენარი,განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის განახლებული ვარიანტი.ტრენინგი იყო მეტად საინტერესო.

Sunday, May 15, 2016

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს გავიხსენეთ განვლილი მასალა, დავასრულეთ მოდული I. ადვილად გავერკვიე მოდულის აქტივობებში. ვისაუბრეთ პროექტის სწავლების დადებით მხარეებზე,მასწავლებლის,მოსწავლეებისა და მშობლების როლზე.

პირველი დღე

14 მაისის ტრენინგი დაიწყო მასალების გაცნობით,ვიმუშავეთ I მოდულზე,გადავხედეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და თემასთან დაკავშირებით გავაკეთეთ არჩევანი. მასალების გაცნობით.ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები. ტრენინგი იყო საინტერესო და შედეგიანი.