Thursday, June 16, 2016

მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია,მივიღეთ რეკომენდაციები,ვნახეთ ჩვენი კოლეგების ნამუშევრები.ტრენინგი იყო შედეგიანი და შთაბეჭდილებებით აღსავსე.

მერვე დღე

ტრენინგის ამ დღეს ვიმუშავეთ მე-6 და მე-7 მოდულებზე.საქაღალდეზე "დამხმარე",სადაც შევიტანეთ მოსწავლეთა დიფერენცირებული დავალებების შაბლონები,ასევე შევქმენით ჯგუფური ნამუშევრების ხარაჩო და გავეცანით ფასილიტაციის პრეზენტაციებს.შევავსეთ გეგმის შაბლონის გრაფები:"სპეც.საჭიროების მქონე მოსწავლეები","არაქართულენოვანი მოსწავლეები","მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები".

მეშვიდე დღე

გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს და მივიღეთ რეკომენდაციები.განვიხილეთ მე-5 მოდული-მოსწავლეთა პროექტების შეფასება(მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა).განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შევადგინეთ ერთ კონკრეტულ ჯგუფთა კოლაბორაციული შეფასება,ასევე პროექტის შეფასების სქემა,კრიტერიუმების ჩამონათვალი ბროშურისთვის და თანატოლთა უკუკავშირის ფორმა.გავაგრძელეთ მუშაობა სასწ.პროექტის გეგმაზე.ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.

Sunday, June 5, 2016

მეექვსე დღე

გავეცანით ერთმანეთის პროექტებს.დროის,ჯგუფისა და აქტივობების განსაზღვრით დავგეგმეთ პროექტის პროცედურები.ვისწავლეთ გამოყენებული მასალის დალინკვა საავტორო უფლებებში.მოვირგეთ მოსწავლის როლი და ვისაუბრეთ მათ სავარაუდო პასუხებზე.

Sunday, May 29, 2016

მეხუთე დღე

ვიმუშავეთ წყვილებში,გავეცანით ერთმანეთის პროექტებს,შევიტანეთ შესწორებები.ბლოგზე ვისწავლეთ: დიზაინის შექმნა,პრეზენტაციის ატვირთვა ჯერ დრაივზე,შემდეგ ბლოგზე,სხვადასხვა საქაღალდის შექმნა,ინფორმაციის დამატება/ წაშლა,სიტყვების დალინკვა.ტრენინგი იყო შრომატევადი,თუმცა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.

Saturday, May 28, 2016

მეოთხე დღე

ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.მოსწავლეების წინარე ცოდნის შემოწმება მოვახდინეთ ,,ვიცი,მინდა ვიცოდეს" კატეგორიიდან,გავეცანით ,,ლობიოს დიდი რბოლის მაგალითს.ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონ I-ში.გეგმის შაბლონში შევიტანეთ რედაქტირებები.გავიხსენეთ რომელი მოდულის ფარგლებში რა გვქონდა გაკეთებული. ტრენინგი შედეგიანი და მრავლისმომცველი იყო.

მესამე დღე

მესამე დღე ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონში, შევადგინეთ პროექტის მოკლე სცენარი,განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის განახლებული ვარიანტი.ტრენინგი იყო მეტად საინტერესო.

Sunday, May 15, 2016

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს გავიხსენეთ განვლილი მასალა, დავასრულეთ მოდული I. ადვილად გავერკვიე მოდულის აქტივობებში. ვისაუბრეთ პროექტის სწავლების დადებით მხარეებზე,მასწავლებლის,მოსწავლეებისა და მშობლების როლზე.

პირველი დღე

14 მაისის ტრენინგი დაიწყო მასალების გაცნობით,ვიმუშავეთ I მოდულზე,გადავხედეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და თემასთან დაკავშირებით გავაკეთეთ არჩევანი. მასალების გაცნობით.ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები. ტრენინგი იყო საინტერესო და შედეგიანი.