ინტელის სასწავლო კურსი - პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება
Sunday, July 7, 2019
Thursday, June 16, 2016
მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღეს მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია,მივიღეთ რეკომენდაციები,ვნახეთ ჩვენი კოლეგების ნამუშევრები.ტრენინგი იყო შედეგიანი და შთაბეჭდილებებით აღსავსე.
მერვე დღე
ტრენინგის ამ დღეს ვიმუშავეთ მე-6 და მე-7 მოდულებზე.საქაღალდეზე "დამხმარე",სადაც შევიტანეთ მოსწავლეთა დიფერენცირებული დავალებების შაბლონები,ასევე შევქმენით ჯგუფური ნამუშევრების ხარაჩო და გავეცანით ფასილიტაციის პრეზენტაციებს.შევავსეთ გეგმის შაბლონის გრაფები:"სპეც.საჭიროების მქონე მოსწავლეები","არაქართულენოვანი მოსწავლეები","მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები".
მეშვიდე დღე
გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს და მივიღეთ რეკომენდაციები.განვიხილეთ მე-5 მოდული-მოსწავლეთა პროექტების შეფასება(მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა).განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შევადგინეთ
ერთ კონკრეტულ ჯგუფთა კოლაბორაციული შეფასება,ასევე პროექტის შეფასების სქემა,კრიტერიუმების ჩამონათვალი ბროშურისთვის და თანატოლთა უკუკავშირის ფორმა.გავაგრძელეთ მუშაობა სასწ.პროექტის გეგმაზე.ტრენინგი იყო
ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.
Sunday, June 5, 2016
მეექვსე დღე
გავეცანით ერთმანეთის პროექტებს.დროის,ჯგუფისა და აქტივობების განსაზღვრით დავგეგმეთ პროექტის პროცედურები.ვისწავლეთ გამოყენებული მასალის დალინკვა საავტორო უფლებებში.მოვირგეთ მოსწავლის როლი და ვისაუბრეთ
მათ სავარაუდო პასუხებზე.
Sunday, May 29, 2016
მეხუთე დღე
ვიმუშავეთ წყვილებში,გავეცანით ერთმანეთის პროექტებს,შევიტანეთ შესწორებები.ბლოგზე ვისწავლეთ: დიზაინის შექმნა,პრეზენტაციის ატვირთვა ჯერ დრაივზე,შემდეგ ბლოგზე,სხვადასხვა საქაღალდის შექმნა,ინფორმაციის დამატება/
წაშლა,სიტყვების დალინკვა.ტრენინგი იყო შრომატევადი,თუმცა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.
Saturday, May 28, 2016
მეოთხე დღე
ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.მოსწავლეების წინარე ცოდნის შემოწმება მოვახდინეთ ,,ვიცი,მინდა ვიცოდეს" კატეგორიიდან,გავეცანით ,,ლობიოს დიდი რბოლის მაგალითს.ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონ I-ში.გეგმის შაბლონში შევიტანეთ რედაქტირებები.გავიხსენეთ რომელი მოდულის ფარგლებში რა გვქონდა გაკეთებული.
ტრენინგი შედეგიანი და მრავლისმომცველი იყო.
Subscribe to:
Posts (Atom)